რა არის და რას ემსახურება პლატფორმა - კალო?

 

Kalo.ge ქართველი ფერმერებისთვის შექმნილი ვებ პლატფორმა და პირველი მობილური აპლიკაციაა

ხელმიუწვდომლობა ახალ ტექნოლოგიებსა და აგროტექნიკაზე, არასაკმარისი აგრარული და ვეტერინარული სერვისები, მეურნეთა არაეფექტური კავშირები ბაზარზე ის მცირედი ჩამონათვალია იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ფერმერი საქართველოში. შრომის ნაყოფიერების, მოსავლიანობისა და პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებლების გამო, ფერმერები ვერ ახერხებენ კვლავწარმოებასა და კაპიტალის დაგროვებას.

„კალოს“ მიზანი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, დაეხმაროს ფერმერებს ამ გამოწვევებთან გამკლავებაში და გზა გაუხსნას ქვეყანაში თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებას.

კომპანია მომხმარებელს ამჯერად კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს - „აგრო მრჩეველი ვიზიტით“ სთავაზობს, რომელიც მოიცავს კალოს აგრონომის კონსულტაციას თქვენსავე მეურნეობაში, ამასთან საჭიროებისამებრ მყისიერ ონლაინ კონსულტაციას გამოცდილი აგრო ექსპერტებისაგან.

  • შენ თავად ირჩევ აგრონომის ვიზიტის ჯერადობას
  • ხდება შენს მეურნეობაში არსებული ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დათვალიერება
  • აგრონომი გიგეგმავს მიმდინარე წლის წამლობის სქემას, უზრუნველყოფს მის პერიოდულ კონტროლსა და საჭიროებისამებრ ცვლილებას.

ამასთან, აგრონომს ონლაინ რეჟიმში შეგიძლია მიაწოდო პრობლემის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა, რომლის შესაბამის კონსულტაციასაც მყისიერად, საჭიროებისამებრ დისტანციურად მიიღებ.

შეიძინე პაკეტი კრედო ბანკის 12 თვემდე განვადებით, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

მიიღე საიმედო და კომფორტული მომსახურება 1 წლის განმავლობაში!

პლატფორმაზე, ასევე შეგიძლია შეიძინო სასურველი სასოფლო-სამეურნეო მასალები და ტექნიკა, კრედო ბანკის განვადების საუკეთესო პირობებით.

Kalo.ge