ქსელის/VoIP ადმინისტრატორი
რეგიონი
თბილისი
დასრულების თარიღი
09.08.2020
მიმართულება
საინფორმაციო ტექნოლოგიები
პოზიცია: ქსელის/VoIP ადმინისტრატორი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- ტრენინგებს, რაც შენს პროფესიულ წინსვლას გამოადგება;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას თავისთავად;
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
- ქსელური ინფრასტრუქტურის კომპონენტების მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
- ბანკსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ქსელური კავშირების (VPN) გამართვა და ადმინისტრირება;
- გარე ორგანიზაციებთან არსებული კავშირების (VPN) დოკუმენტაციების მომზადება და განახლებების შეტანა;
- ქსელური ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
- ინტერნეტ წვდომების ფილტრების, Firewall და VPN კავშირების მართვა და მხარდაჭერა;
- მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
- უკაბელო ვირტუალური ქსელის აგება, მხარდაჭერა და მართვა;
- DHCP სერვერის მართვა (ახალი IP Scope-ების შექმნა და არსებულთან ერთად ადმინისტრირება);
- Cisco Call Manager - ის სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
- Asterisk/Elastix - ის სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
- მისაღები ქსელური ტექნიკის (კომუტატორები, მარშუტიზატორები, უკაბელი ქსელის მოწყობილობები) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
- მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ვალდებულებების განუხრელი დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღავანელობის ინფორმირება;
- ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
- სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
- Change Management-ის გათვალისწინება და ცვლილებების შესახებ ინფორმირება;
აუცილებელი კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უმცროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
- CCNA, CCNP და ITIL სტანდარტების ცოდნა (სასურველია სერტიფიცირება);
- Switching, Routing პროტოკოლების და VPN ტექნოლოგიები;
- CISCO (Router, Switch, ASA Firewall, Firepower, Nexus, Check Point);
- HP (L3,L2 Switch);
- Wi-Fi მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- TCP/IP, EIGRP, OSPF, BGP, VRF, STP, HSRP პროტოკოლების ცოდნა;
- Cisco Call Manager, Asteris/Elastix მუშაობის გამოცდილება;
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
აუცილებელი უნარები:
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პროფესიულ განვითარების და წინსვლის სურვილი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქსელის/VoIP ადმინისტრატორი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 9 აგვისტო