პოზიცია:              ქსელის/VoIP ადმინისტრატორი

ექვემდებარება:   ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ტრენინგებს, რაც შენს პროფესიულ წინსვლას გამოადგება;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას თავისთავად;

 

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

 

  • კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის კომპონენტების მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
  • ბანკსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ქსელური კავშირების (VPN) გამართვა და ადმინისტრირება;
  • გარე ორგანიზაციებთან არსებული კავშირების (VPN) დოკუმენტაციების მომზადება და განახლებების შეტანა;
  • ქსელური ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
  • ინტერნეტ წვდომების ფილტრების, Firewall და VPN კავშირების მართვა და მხარდაჭერა;
  • მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
  • უკაბელო ვირტუალური ქსელის აგება, მხარდაჭერა და მართვა;
  • DHCP სერვერის მართვა (ახალი IP Scope-ების შექმნა და არსებულთან ერთად ადმინისტრირება);
  • Cisco Call Manager - ის სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
  • Asterisk/Elastix - ის სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
  • მისაღები ქსელური ტექნიკის (კომუტატორები, მარშუტიზატორები, უკაბელი ქსელის მოწყობილობები) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
  • მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ვალდებულებების განუხრელი დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღავანელობის ინფორმირება;
  • ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
  • სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
  • Change Management-ის გათვალისწინება და ცვლილებების შესახებ ინფორმირება;

 

 

აუცილებელი კვალიფიკაცია:

 

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უმცროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • CCNA, CCNP და ITIL სტანდარტების ცოდნა (სასურველია სერტიფიცირება);
  • Switching, Routing პროტოკოლების და VPN ტექნოლოგიები;
  • CISCO (Router, Switch, ASA Firewall, Firepower, Nexus, Check Point);
  • HP (L3,L2 Switch);
  • Wi-Fi მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • TCP/IP, EIGRP, OSPF, BGP, VRF, STP, HSRP პროტოკოლების ცოდნა;
  • Cisco Call Manager, Asteris/Elastix მუშაობის გამოცდილება;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

 

 

აუცილებელი უნარები:

 

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პროფესიულ განვითარების და წინსვლის სურვილი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქსელის/VoIP ადმინისტრატორი

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 9 აგვისტო