„თუ გინდა იყო მდიდარი, მაშინ ისწავლე არამხოლოდ გამომუშავება, არამედ დაზოგვა“, ეს ჩვენ არა, ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ყველანი ვდგებით დაზოგვის საჭიროების წინაშე. ეს ეხება როგორც ცალკეულ მოქალაქეს, ასევე მთელ სახელმწიფოს. დაზოგვის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ აგერ უკვე თითქმის ერთი საუკუნეა მსოფლიო 31 ოქტომბერს მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც სახსრების შენახვის იდეის სტიმულირება და შენარჩუნება, ასევე ახალი მომხმარებლების მოზიდვაა.
საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს უკვე მეათედ უერთდება, რომლის მიზანიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური ცოდნის ამაღლებაა. მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დაზოგვის კულტურის დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ ჩვენი ფინანსური მომავალი. მსოფლიო რეალობის სწრაფმა ცვლილებებმა კიდევ უფრო მწვავედ დაგვაყენა დანაზოგების გახსნის საჭიროების წინაშე. გახსოვდეს, რომ დღევანდელი დანაზოგი ხვალინდელი საგანძურია.

კრედო ბანკი ტრადიციულად უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომლის წლევანდელი სლოგანიც არის „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“. თუ ხარ სრულწლოვანი, გაქვს იდეები დაზოგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მისი გადაჭრის გზებზე და შეგიძლია 12-15 წლის ახალგაზრდებთან ერთად, გუნდური მუშაობის შედეგად, 200-დან 400 სიტყვამდე საინტერესოდ გადმოსცე საერთო იდეები, მაშინ დარეგისტრირდი 18 ოქტომბრამდე აღნიშნულ ბმულზე. მოხვდი 10 ფინალისტ გუნდს შორის და იბრძოლე საუკეთესო ხუთეულისთვის. ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი კრედო ბანკისგან 2000 ლარიანი დეპოზიტით დასაჩუქრდება.

კონკურსის პირობებს გაეცანით