18 ნოემბერს, თბილისში, საქართველოში მოღვაწე „ბიზნეს ექსპატ ქალები“-ს ფორუმი გაიმართა, რომელსაც კრედო ბანკი შეუერთდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებმა 60-ზე მეტმა ექსპატ ქალმა მიიღო, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობით არიან დაკავებულები. შეხვედრაზე მონაწილეებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარი საქმიანობა და გამოციდილება გაუზიარეს, იმსჯელეს მეწარმეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ღონისძიების ფარგლებში, კრედო ბანკის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს მრავალფეროვანი, ექსპატების საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები გააცნეს.