2019 წლის 19 სექტემბერს კრედო ბანკის 69-ე სერვისცენტრი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში გაიხსნა.

კომპანია ტემპს არ აგდებს. სულ, ჯამურად, საქართველოში უკვე კრედო ბანკის 69 სერვისცენტრი ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. აღნიშნული სერვისენტრი კი რიგით მერვეა თბილისში.

ახალი სერვისცენტრი მორგებულია თითოეული მომხმარებლის კომფორტულად მომსახურებაზე, რომელიც გაუმჯობესებული ხარისხით ხელმისაწვდომს ხდის  სრული საბანკო სერვისებით სარგებლობას.

სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა, მისამართზე: ჩუბინაშვილის ქ. #6

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 17:30

შაბათი: 10:15 – 12:15