კრედო ბანკი, 29 ოქტომბერს „შტატი 51“-ის მიერ ორგანიზებულ ამერიკულ ფესტივალს შეუერთდა.

ამერიკული დღეები 2022, საქართველო-ამერიკის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების იუბილეს მიეძღვნა.

ფესტივალი რიყის პარკში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული აქტივობები, ცნობილი ამერიკული ბრენდების პავილიონები, ამერიკული კულინარიისა თუ ჰოლივუდის კინოაკადემიის კუთხეები და სხვა. ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა.

კრედო ბანკმა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უმასპინძლა ღონისძიების ვიზიტორებს და მათ გააცნო საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქტები და სერვისები.

credo-tent
american-days.5
gala-koncerti
childrens-playingameric-days.3
americ-days.4
kelie-degnan