კრედო ბანკმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტისგან აღიარება მოიპოვა და დაჯილდოვდა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. ბანკისთვის ამ ტიპის აღიარება დიდი პატივია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალგაზრდებისთვის განთლების მიღების ხელშეწყობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა. კრედო ბანკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აგრარულ უნივერსიტეტთან და სტიპენდია დაუნიშნა  აგრონომიის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამის 4 წარჩინებულ მესამე კურსელს.