Მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის და უნიკალური ნოუჰაუ, უზრუნველყოფს კრედო ბანკის სანდოობას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. თუმცა, რეპუტაციის ამ ნიშნულამდე მისაღწევად კრედო ბანკმა განვითარების საკმაოდ ვრცელი გზა განვლო.

წლების განმავლობაში, კრედო ბანკმა შეძლო შეექმნა მომსახურების მაღალი სტანდარტი, გამხდარიყო საიმედო ფინანსური პარტნიორი და ხელი შეეწყო კერძო პირებისა თუ ბიზნესებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედო ბანკში არ ავიწყდებათ, რომ მომხმარებლის ნდობა მუდმივ გამყარებას საჭიროებს. 2021 წელს პროპარკომ (Proparco), რომელიც  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ფრთაა, კრედო ბანკში ინვესტიცია განახორციელა, რომლითაც იგი, ბანკის 15% წილის მფლობელი გახდა. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და პროპარკოს კორპორაციული მართვის დიდი გამოცდილება აქვთ, იგი ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუციებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. პარტნიორობის საწყისი ეტაპიდანვე პროპარკო ექსპერტულ დახმარებას უწევს კრედო ბანკს და მხარს უჭერს იმ საერთო მიზნიდან გამომდინარე, რომელსაც  ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვა ჰქვია.

გასული წელი კრედო ბანკისთვის, ასევე დასამახსოვრებელი იყო მასშტაბური გარიგებით საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, რომლის ფარგლებშიც კრედო ბანკმა „ფინკა ბანკი საქართველოს“ 100%  წილი შეისყიდა.  ფინკა ბანკი საქართველო კვალიფიციური და ძლიერი გუნდით იყო წარმოდგენილი. ამდენად, ფინკას გუნდის შემოერთებით კრედო ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ფინკას გუნდის წევრები შეუერთდნენ როგორც სათავო ოფისს, ასევე  ბანკის სერვისცენტრებს სხვადასხვა პოზიციებზე. აღსანიშნავია, რომ  შერწყმის პროცესი ორივე კომპანიის მომხმარებლისთვის შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ისინი კიდევ უფრო მაღალი ხარიხის და ფართო ასორტიმენტის პროდუქტებით უზრუნველყო.

მაკრო გარემოში მიმდინარე ცვლილებები კომპანიებს პერიოდულად წინააღმდეგობებს უქმნის დასახული მიზნებისკენ სავალ გზაზე. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც პანდემიის გასული ორი წელი ფინანსური სექტორისთვის დიდ გამოწვევად იქცა. თუმცა, კრედო ბანკმა მყისიერად შეძლო შექმნილ ვითარებასთან ადაპტაცია. მეტიც,  სწორედ კრიზისის პერიოდში, ბანკმა მომხმარებელს არაერთი სიახლე და გაუმჯობესებული ციფრული სერვისი შესთავაზა. Შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ დააჩქარა კიდეც  დიჯიტალიზაციის პროცესი და მომხმარებლებს ახალი ციფრული შესაძლებლობები წარმოუჩინა. თავის მხრივ, დიჯითალ ბანკინგის განვითარებას კომპანიამ საფუძველი 2017 წელს ჩაუყარა - მას შემდეგ, რაც საბანკო ლიცენზია მოიპოვა. მოცემული  მიმართულება გულისხმობს საბანკო მომსახურების გაუმჯობესებას ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით.

დღეს, Მომხამრებელს უკვე შესაძლებლობა აქვს Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ისარგებლოს საბანკო სერვისებით ყოველგვარი საკომისიოს და ფასიანი მობილური ინტერნეტის გარეშეც კი. კომუნალური გადასახადის გადახდა, თანხის გადარიცხვა, მობილური ბალანსის შევსება, ვალუტის კონვერტაცია, ფულადი გზავნილების მიღება თუ სხვა -  Mycredo-ს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უსწრაფესად განახორციელოს ყველა ეს ოპერაცია, რაც უახლოეს წარსულში მნიშვნელოვან დროით რესურსს მოითხოვდა.

გარდა იმისა, რომ ციფრულ საბანკო სერვისებს აქტიურად მოიხმარენ ფიზიკური პირები, კრედო ბანკმა იგი ბიზნესის განუყოფელ ნაწილადაც აქცია და მეწარმეებს Mycredo Terminal შესთავაზა. Მობილური ტერმინალი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს საბარათე გადახდები საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონ ისე, რომ თავიდან აირიდონ POS ტერმინალებისათვის დამახასიათებელი შეძენა-მოხმარების ხარჯები, მომხმარებელი კი მარტივად - ბარათის მეშვეობით იხდის თანხას მოცემულ ობიექტებზე.

დიჯიტალიზაციისა და სერვისის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, კრედო ბანკი განაგრძობს მომხმარებლებზე ადაპტირებული სერვისების განვითარებას. რამდენადაც, თანამედროვე ეპოქაში მუდმივად იცვლება მომხმარებლის ქცევა, საჭიროებები და დამოკიდებულებები, Მეტად მოქნილი და თავსებადია სერვისიც,  განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მრავალფეროვანი აუდიტორიის განსხვავებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უწევს. ამდენად, კრედო ბანკმა მომხმარებელს მეტად პერსონიფიცირებული მომსახურებისა და პროდუქტების ნაკრები წარუდგინა.
მათ შორის, „Credo Bank Exp“-ის სახით ახალი  სერვისი ამოქმედდა საქართველოში მაცხოვრებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიც  ექსპატებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალური - მათზე ადაპტირებული მომსახურებითა და საბანკო პროდუქტებით. აღნიშნული ტიპის ფილიალები უკვე გაიხსნა თბილისში, წლის ბოლოს, კი ბათუმშიც მიიღებს ვიზიტორებს.

საქართველოს მეწარმეებისა და მათი დასაქმებულებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში ხელშეწყობა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით - ეს არის უცვლელი მისია, რომელსაც კრედო ბანკი წლებია ემსახურება, ხოლო თავად ორგანიზაციამ, თითქმის 25 წლიან ისტორიაში, მრავალჯერ განიცადა ცვლილება პროგრესის მიმართულებით. კომპანიამ განვლო გზა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მსხვილ ბანკამდე, შეიქმნა ახალი კონცეფციის ფილიალები, დაინერგა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები და ეტაპობრივად განავითარა სერვისები.

“კრედო ბანკში არ ვუშინდებით საიხლეებს, რათა ჩვენს მომხმარებელს სერვისი მეტად კომფორტული გზით შევთავაზოთ, Ჩვენი კრედოც კი ამ წლების განმავლობაში უცვლელია - ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც გულისხმობს ციფრული ეკოსისტემის დახმარებით, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და ხელმისაწვდომი ფინანსური გადაწყვეტების შეთავაზებას. Ჩვენი მიზანია, კრედო ბანკი  გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის.” - აცხადებენ კრედო ბანკში

ანალიტიკოსების აზრით, დღეს, მეტად გაზრდილია კონკურენცია ქართულ საბანკო ბაზარზე, რაც მომხმარებელზე პოზიტიურად ისახება.
კრედო ბანკი მუდმივად მიისწრაფის პროგრესისკენ, მომხმარებელს კი, დამატებით შესაძლებლობას აძლევს გამოსცადონ ინოვაციური და მეტად კომფორტული საბანკო პროდუქტები, რომელთაც კომპანია ყოველდღიურად ანვითარებს და წარადგენს ბაზარზე.