კრედო ბანკმა 51 მილიონი ლარი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისა (EFSE) და მწვანე ზრდის ფონდისგან (GGF) მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული, გრძელვადიანი ორი რესურსის მოზიდვის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მცირე და მიკრო მეწარმეების მხარდაჭერა. ტრანზაქცია impact asset manager Finance in Motion -ის მხარდაჭერით განხორციელდა.
EFSE -გან მიღებული 34 მილიონი ლარი მოხმარდება მცირე და მიკრო მეწარმეთა ბიზნესის ზრდასა და შემოსავლების გენერირებას, კორონა-ვირუსის პანდემიის შედეგების აღმოფხვრის ხელშესაწყობად. დიდი წილი ამ რესურსისა მობილიზებულ იქნა ევრო კომისიის (EU4Business initiative) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. GGF-ის მიერ გამოყოფილი 17 მილიონი ლარის მიზნობრიობას კი ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს, რაც შედეგად პოსტ-პანდემიურ აღდგენას მოემსახურება.
“მოხარულნი ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდთან (EFSE) თანამშრომლობის განახლებით და მივესალმებით ახალ პარტნიორს, მწვანე ზრდის ფონდს (GGF). EFSE -ს გრეძლვადიანი, ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხი, მიმდინარე აქტიური აგრო სეზონის გათვალისწინებით, მიმართული იქნება ფერმერების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებულ ტრანსლაციურ რისკებს და პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრარული სექტორის გაძილერებაში. ამასთან, კრედო ბანკისთვის GGF -ის მიერ გამოყოფილი რესურსი გაზრდის მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში მოქმედ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საოჯახო მეურნეობებს საქმიანობის მდგრად განვითარებაში“ - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა - ზაზა ფირცხელავამ.
EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარის კლაუს მიულერის განცხადებით: „მიკრო და მცირე მეწარმეები, განსაკუთრებით ფერმერები, ქმნიან სამუშაო ადგილებსა და შემოსავლების ორ მესამედს აგენრერირებენ საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, მათი ფინანსური სიძლიერე პირდაპირ კავშირშია მთლიანი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერესთან. როგორც მწვანე ზრდის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდი, რომლის პრიორიტეტიც მეწარმეების ინკლუზიურობის მხარდაჭერაა. EFSE მოხარულია კრედო ბანკთან თანამშრომლობით, რამეთუ შესაძლებლობა ეძლევა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ მცირე ბიზნესს იმ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც მათ სტაბილურობისათვის ესოდენ ჭირდებათ, ტრანსლაციურ რისკებთან დაკავშირებული დამატებითი შფოთვის გარეშე. “
„GGF მოხარულია კრედო ბანკთან ამ ახალი პარტნიორობით. უდიდესი გამოცდილება აგრო სექტორის დაფინასების მიმართულებით - მას ჩვენი ფონდისათვის იდეალურ პარტნიორად აქცევს. კრედო ბანკის ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსის უზრუნველყოფით ჩვენ ვიცავთ ბიზნესებსა და საოჯახო მეურნეობებს გაცვლითი კურსის შედეგად წარმოქმნილი ტრანსლაციური რისკისგან, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში“ - განაცხადა მწვანე ზრდის ფონდის თავმჟდომარემ - ოლაფ ზიმელკამ.
კრედო ბანკის შესახებ
კრედო ბანკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისა და სერვისცენტრების რაოდენობით წამყვანი ბანკია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე.
ბანკი 75 სერვისცენტრით 335,000-ზე მეტი მომხმარებლის მხარდაჭერას ახორციელებს. . მისი მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით.
კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-სგან შედგება
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს : www.credobank.ge
EFSE -ს შესახებ
2005 წელს დაარსებული, სოციალური მიზნობრიობის საინვესტიციო ფონდის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში - მცირე და მიკრო საწარმოებსა და კერძო, საოჯახო მეურნეობების ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით ინვესტიციის ჩადების გზით. აღნიშნული სეგმენტის განვითარებისათვის არსებითი ფაქტორია ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, EFSE თავის საქმიანობაში ყურადღებას ამახვილებს სწორედ ადგილობრივი ფინანსური სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც ამ უკანასკნელს აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფების პასუხისმგებლიანი დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით. საინვესტიციო აქტივობების პარალელურად, ფონდი ტექნიკურ, სატრენინგო და სხვა სახის არაფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს მეწარმეებისა და ინსტიტუციებისთვის. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) შეიქმნა განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც საჯარო-კერძო თანამშრომლობის პირველი მაგალითი, ფონდი დაფინანსებას დონორი სააგენტოებისაგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინსტიტუციური ინვესტირებისაგან იღებს.
„Finance in Motion GmbH“, გერმანია EFSE -ს მრჩეველს წარმოადგენს, ხოლო „Hauck & Aufhäuser Fund Services S.A.“, ლუქსემბურგი, კი ახორციელებს მის მენეჯმენტს.
დამატებითი ინფორმაციისთვის EFSE -ს შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.efse.lu
ხოლო Finance in Motion -ის შესახებ: www.finance-in-motion.com
GGF -ის შესახებ
რესურსების მოხმარების ეფექტიანობის ზრდის, ენერგიის მოხმარებისა და CO2 ემისიის შემცირების მიზნით „მწვანე ზრდის ფონდი“ (GGF) ინვესტიციებს 19 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, აგრეთვე უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ამოცანის მისაღწევად ფონდი აფინანსებს ენერგო-ეფექტურ პროექტებს, უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს ან ახორციელებს მას არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.
ფონდი ინვესტირებას ახდენს განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომელიც ძირითადად პირველი რიგის კრედიტების მეშვეობით ხორციელდება. GFF ასევე ფლობს ტექნიკური დახმარების ფონდს, რომელსაც ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების გზით საინვესტიციო პროექტებით მიღებული შედეგების გასამყარებლად იყენებს. ფონდის ინვესტიციების ზეგავლენის ზრდისათვის GGF-ის ტექნიკური დახმარება მხარს უჭერს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორების შესაძლებლობების შექმნას.
GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში - გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ჰოლანდიის განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS).
GGF-ის მრჩეველია „Finance in Motion GmbH“, ხოლო ტექნიკურ კონსულტაციებს მას „MACS Management and Consulting Services GmbH“ უწევს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ggf.lu
ან კომპანიის ოფიციალურ ტვიტერს: @GreenGrowthFund.