საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კრედო ბანკს, როგორც საუკეთესო რესპოდენტ ბანკს, სტატისტიკური ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 

ღონისძიება ჩატარდა საქსტატის 104 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

 

კრედო ბანკისთვის, როგორც ბაზარზე მოწინავე ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული წარმატება. ჩვენთვის, როგორც სტაბილურად განვითარებადი ფინანსური ორგანიზაციისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა და წინსვლაზე ორიენტირება.