პროგრესი და ინოვაციები განათლების სისტემისთვის აუცილებელი და საჭიროა. პროექტი, რომელსაც ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ატარებს, ემსახურება ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესებას, პოპულარიზაციას, ცოდნის ათვისებასა და ყოველდღიურობაში გამოყენებას. კრედო ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსგავსი პროექტების განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, კრედო ბანკი ინოვაციების ბანაკის სრული მხარდამჭერი და სპონსორია.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 2 დღიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 10 სკოლის 10 ახალგაზრდა ბიზნეს გამოწვევის გარშემო,წარმოადგენს ინოვაციურ იდეას და ეფექტური მეთოდებით გადაჭრის პრობლემებს. ასევე, მოსწავლეები ისწავლიან თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში.
გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საბანკო სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.
ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც ღონისძიების ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

 

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით.