კრედოსთვის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

კანდიდატებს ფორუმის მსვლელობისას, ადგილზე უტარდებათ გასაუბრება და ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ კარიერა კრედო ბანკში. ხშირად, კრედო ბანკი თავადაც არის დასაქმების ფორუმების ორგანიზატორი საქართველოს მასშტაბით. ამ ტიპის ღონისძიებებზე სტუდენტები ეცნობიან კომპანიების საქმიანობას და  წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს.