ევროკავშირის მხარდაჭერით, 17 აპრილს, სასტუმროში „ჯინჯერში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონი გაიმართა.

მარათონის ფარგლებში, 10 კომპანიის 29-მა პრო ბონო კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციისთვის საკომუნიკაციო კამპანია მოამზადა.

კრედო ბანკის წარმომადგენლებმა „სოციალურ საწარმო ბაბალეს“ საკომუნიკაციო კამპანიის შექმნაზე იმუშავეს, რომელიც მათ დაეხმარება უფრო ეფექტიანად განახორციელონ, გააუმჯობესონ საქმიანობა და საზოგადოების კიდევ უფრო მეტ ნაწილს გაუზიარონ ინფორმაცია არსებული პროექტების, შესაძლებლობებისა თუ ორგანიზაციის შესახებ.

მარათონს წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, 17 აპრილს კი, 10-საათიანი მარათონის ფარგლებში მომზადდა სტრატეგიების საბოლოო პრეზენტაცია.

მარათონი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით - შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

კრედო ბანკი კვლავ განაგრძობს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი პროექტების და ინიციატივების მხარდაჭერას!