კრედო ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების მხარდაჭერას და კიდევ უფრო დახვეწილ, ფართო ასორტიმენტის საკრედიტო, საბანკო, სადაზღვევო და საკონსულტაციო პროდუქტებს სთავაზობს მათ

გაზაფხული 2020 სეზონური პროდუქტები:

დაკლიკეთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტზე და გადადით სპეციალურ გვერდზე, სადაც დეტალურად გაეცნობით პროდუქტის აღწერილობასა, მის უპირატესობებს და სურვილის შემთხვევაში ონლაინ გააკეთებთ განაცხადს. ამის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი და ყველა პროცედურას მოგიგვარებთ.

კრედო ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე წამყვანი ბანკია საქართველოს საბანკო-საფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით, 72 სერვის ცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კრედო ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით.

კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც  Access Microfinance Holding AG (გერმანია), responsAbility Investments AG (შვეიცარია) და Triodos Investment Management BV (ჰოლანდია) -გან შედგება.