კრედო ბანკის ონლაინ ბანკის Mycredo.ge-ს განახლებულ სივრცეში საბანკო-საკრედიტო ოპერაციების მართვა კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი!

კრედო ბანკმა 2022 წელი კვლავ სიახლეებით დაიწყო და განახლებული ონლაინ ბანკი Mycredo.ge შესთავაზა მომხმარებელს, რაც კიდევ უფრო ზრდის კრედო ბანკის საბანკო-საკრედიტო სერვისების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას და საშუალებას გაძლევთ სასურველი მომსახურება სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან 24/7-ზე მიიღოთ.

ისევე როგორც Mycredo-ს მობილური აპლიკაცია, ონლაინ პლატფორმის მენიუც 7 ენაზე არის ადაპტირებული: ქართული, მეგრული, სვანური, ინგლისური, რუსული,
სომხური და აზერბაიჯანული.

Mycredo.ge-ზე დაგხვდებათ მეტი უპირატესობა და სარგებელი, რაც ნებისმიერ ფინანსურ აქტივობას თქვენთვის უფრო სასიამოვნოს გახდის.

 

  • ისევე როგორც Mycredo-ს აპლიკაციის შემთხვევაში თანხას უმარტივესად გადარიცხავთ კრედო ბანკის მომხმარებლებთან ანგარიშის, პირადი ან მობილურის ნომრით.
  • შეძლებთ უფასოდ კომუნალურების გადახდას და ინფორმაციის შაბლონად შენახვას, რაც ავტომატურად აისახება მობილური ბანკის Mycredo-ს აპლიკაციაში
  • მოახდენთ მარტივ სახაზინო გადარიცხვებს
  • მომენტალურად ჩამოტვირთავთ ამონაწერს, განახორციელებთ გადარიცხვის გამეორებას, თანხის დაბრუნებას
  • მომენტალურად გაანაღდებთ ფულად გზავნილს პირად ანგარიშზე საუკეთესო კურსით
  • შეძლებთ სესხის მოთხნოვნას, ხელშეკრულებისა და გრაფიკის დადასტურებას და თანხის მიღებას
  • მარტივად მოახდენთ ვადიანი თუ ზრდადი ვადიანი ანაბარის ონლაინ გახსნას და თანხის მაღალი სარგებლით დაგროვებას
  • მარტივად შეძლებთ ანაბართან, განვადებასთან, საკრედიტო თუ სადებეტო ბარათთან დაკავშირებული დეტალების ნახვას

 

განახლებულ ინტერნეტ ბანკის თითოელ გვერდზე თქვენ სხვადასხვა სივრცეში აღმოჩნდებით:

 

  • პირველი მთავარი გვერდია და აქ თქვენს ბოლო ტრანზაქციებს, შაბლონებსა და შეთავაზებებს ხედავთ, რაც გეხმარებათ რესურსების საუკეთესოდ მართვაში.
  • ფულადი ოპერაციების გვერდზე სარგებლობთ ყველა იმ ფუნქციონალით, რომელსაც განახლებული ინტერნეტ ბანკი გთავაზობთ, რიცხავთ თანხას, ნახულობთ კომუნალურების დავალიანებას, ამატებთ შაბლონს და იხდით ერთი მარტივი კლიკით. ამავე სივრციდან შეძლებთ მობილური ანგარიშის შევსებას, სახაზინო გადახდებს და საუკეთესო კურსით Western Union, Moneygram, Золотая Корона, Ria, IntelExpress, Unistream, Contact, Sprint გზავნილების განაღდებას.
  • პროდუქტების გვერდზე დაგხვდებათ ინფორმაცია ანგარიშების, ბარათების, ანაბრების, სესხების, განვადების, საკრედიტო და საგანვადებო ბარათების შესახებ. ნებისმიერი ამ პროდუქტით სარგებლობისთვის, ონლაინ ბანკით მარტივად აგზავნით მოთხოვნას.
  • გარდა ამისა, გაეცანით და სურვილის შემთხვევაში მარტივად მოითხოვეთ სტუდენტური, სწრაფი და ავტო სესხი.
  • ტრანზაქციების გვერდზე ნებისმიერი ფულად გადარიცხვას, ტრანზაქციას მოიძიებთ. ასევე განახლებულ ინტერნეტ ბანკში თქვენ თავად შეძლებთ ამონაწერის ჩამოტვირთვას დროის სასურველ პერიოდზე, ამისთვის მონიშნავთ ფილტრში ვადებს და კონკრეტულ ანგარიშს.
  • გვერდი „მეტი“ ინახავს ინფორმაციას თქვენი განაცხადების და მოთხოვნების შესახებ. კრედო ბანკის პროდუქტებით სარგებლობის მოთხოვნასაც აქედანვე გააგზავნით სურვილის შემთხვევაში.
  • განახლებულ ონლაინ ბანკში შესვლისას თქვენ მარტივად შეძლებთ ფონის სურათის დაყენებას, ანგარიშების მარტივ მართვას - გამოჩენას ან დამალვას მთავარ გვერდზე, პრომო კოდების შემოწმებას და მენიუს ენის შეცვლას, ამისთვის, პარამეტრებში გადასვლა დაგჭირდებათ.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა ციფრული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარება, რადგან ჩვენი მიზანი ყოველთვის თქვენი გამოცდილების გამარტივება და ყველა სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

განახლებულ ინტერნეტ ბანკთან მეგობრობა დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და მიიღოთ უწყვეტ რეჟიმში საბანკო სერვისები, ხოლო ნებისმიერი სირთულის ან გაურკვევლობის შემთხვევაში კრედო ბანკის მხარდამჭერი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ დისტანციურ რეჟიმში.

გაუფრთხილდით თქვენს დროს და მართეთ საბანკო პროდუქტები სრულყოფილად Mycredo.ge-სთან ერთად!