გაცნობებთ, 2021 წლის 22 მარტიდან, ინტერნეტ და მობაილ ბანკს - Mycredo ემატება უსაფრთხოების მეთოდები.

თქვენ, ყოველ ჯერზე, ინტერნეტ/მობაილ ბანკში ავტორიზაციისა და გადარიცხვის ინიცირების დასადასტურებლად დაგჭირდებათ ბანკში ავტორიზებულ, პირად მობილურ ნომერზე მიღებული ერჯერადი კოდის შეყვანა.

ოპერაციები, რომელიც საჭიროებს SMS კოდით დადასტურებას:

  • ინტერნეტ/მობაილ ბანკში ავტორიზაცია
  • სხვის ანგარიშზე გადარიცხვა (კომპანიის შიგნით/გარეთ)
  • გადახდები (გარდა ელ.ენერგია, წყალი, გაზი, დასუფთავება, ტელეფონი/ინტერნეტი, ტელევიზია)

ოპერაციების SMS დასტურის გარეშე განსახორციელებლად - მობილურ აპლიკაციაში - Mycredo:

  1. გააქტიურეთ თქვენი ტელეფონი, როგორც „სანდო მოწყობილობა“
  2. დაამატეთ სანდო კონტაქტები/მიმღებები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, Mycredo - მობაილ ბანკის ახალი ფუნქციებით სარგებლობისთვის, უნდა განაახლოთ აპლიკაცია!

დახმარებისათვის დაგვიკავშირდით: *4242

იყავით დაცული, კრედო ბანკთან ერთად!