ჩატი

განახლებული მომსახურების პირობები "ფინკა ბანკი საქართველოს" მომხმარებელთათვის

 

ძვირფასო მომხმარებელო,
კრედო ბანკმა FINCA Microfinance Cooperatief U.A.-თან 2021 წლის ივლისში, ხელი მოაწერა აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რითაც კრედო ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს აქციების 100% წილის მფლობელი გახდა.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ შერწყმის პროცესი 2021 წლის 18 ოქტომბერს სრულდება. შესაბამისად, მოცემული თარიღიდან, ფინკა ბანკი საქართველოს პროდუქტები და მომსახურება სრულად გადმოდის კრედო ბანკში და თქვენ კრედო ბანკის მომხმარებელი ხდებით.

2021 წლის 14 ოქტომბრიდან ფინკა ბანკის სერვისები სრულად უქმდება. აღარ იმუშავებს ფინკა ბანკის სერვისცენტრები და ასევე ინტერნეტ და მობაილ ბანკი, ხოლო 18 ოქტომბრიდან სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებთ კრედო ბანკში.

 

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე:

საკრედიტო პროდუქტები
  • თქვენი არსებული სესხ(ებ)ი ფინკა ბანკში პირობების უცვლელად გადმოდის კრედო ბანკში, რაც ნიშნავს იმას, რომ უცვლელი იქნება: საპროცენტო განაკვეთი, გადახდის გრაფიკი და სესხთან დაკავშირებული ყველა დეტალი.

    18/10/2021-დან გადახდების განხორციელებას შეძლებთ კრედო ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მეშვეობით, სერვისცენტრებში და სწრაფი გადახდის აპარატებით.

  • თუ სესხის გადახდა გრაფიკის შესაბამისად გიწევთ 14-18 ოქტომბრის შუალედში, გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ 18 ოქტომბერს.
    14-17 ოქტომბრის თარიღები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებულ დღეებად და არ დაგერიცხებათ ჯარიმა.
  • სესთან დაკავშირებული სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა ავტომატურად და უცვლელად გადადის GPI-დან სადაზღვევო კომპანია ალდაგში.
    თუ აღნიშნული პროვაიდერის ნაცვლად გსურთ, კომპანია იმედი L-ის ან ევროინს-ის დაზღვევით სარგებლობა, გთხოვთ, 25 ნოემბრამდე მიმართოთ კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს ან სატელეფონო ცენტრს - *4242
  • ფინკა ბანკში არსებული თქვენი საკრედიტო ლიმიტი/ბიზნეს ოვერდრაფტის ლიმიტი, არსებული პირობებითა და გრაფიკით, გადადის კრედო ბანკში.
  • 2021 წლის 18 ოქტომბრიდან ძალაში იქნება კრედო ბანკის საბანკო მომსახურების პირობები და ტარიფები.

    კრედო ბანკის საკრედიტო პროდუქტების გასაცნობად ეწვიეთ - ბმულს

    გადახდის სისტემები და ინსტრუქციები იხილეთ - აქ

ანაბრები
  • ფინკა ბანკში არსებული ანაბრ(ებ)ი პირობების უცვლელად გადმოდის კრედო ბანკში - უცვლელი რჩება როგორც ანაბრ(ებ)ის, ასევე მასთან დაკავშირებული ანგარიშის პირობები და ტარიფები.
  • 2021 წლის 18 ოქტომბრიდან ანაბრებზე თანხის დამატება შეგიძლიათ განახორციელოთ კრედო ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის Mycredo-ს მეშვეობით, სერვისცენტრებში ან სწრაფი გადახდის აპარატებით.

    კრედო ბანკის მაღალსარგებლიანი ანაბრების გასაცნობად ეწვიეთ - ბმულს

პლასტიკური ბარათები
  • 2021 წლის 11 ოქტომბრიდან შეუძლებელი იქნება ფინკა ბანკის ბარათით, საქართველოს საზღვრებს გარეთ საბარათე ტრანზაქციების შესრულება.
  • 2021 წლის 14 ოქტომბრიდან თქვენი კუთვნილი ბარათები ფინკა ბანკში ავტომატურად უქმდება.
    სანაცვლოდ კი კრედო ბანკის Mastercard ბარათი შეგიძლიათ უფასოდ მოითხოვოთ - ინტერნეტ ან მობაილ ბანკის Mycredo-ს მეშვეობით და სრულიად უსასყიდლოდ მიიღოთ სასურველ მისამართზე, ან გვეწვიოთ სასურველ სერვისცენტრში.

    კრედო ბანკის პლასტიკური ბარათები იხილეთ - ბმულზე

ფულადი გზავნილები
  • კრედო ბანკში თქვენ შეძლებთ, ნებისმიერი პროვაიდერის ფულადი გზავნილის სწრაფად და მარტივად განაღდებას - კრედო ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი Mycredo-ს ან ქოლ ცენტრის მეშვეობით, 24/7 განმავლობაში, ნებისმიერი ადგილიდან.
    ფულადი გზავნილის გასანაღდებლად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თქვენთვის სასურველ სერვისცენტრს.
  • გზავნილის თანხის კრედო ბანკში გადაცვლიას ნებისმიერი ვალუტის შემთხვევაში ისარგებლებთ კონვეტრაციის სპეციალური კურსით, რომელსაც მხოლოდ კრედო ბანკი გთავაზობთ.

    კრედო ბანკში ფულადი გზავნილების განაღდების დეტალური პირობები იხილეთ - ბმულზე

ინტერნეტ & მობაილ ბანკი
  • 2021 წლის 14-18 ოქტომბრის პერიოდში გაითიშება ფინკა ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი.
  • 2021 წლის 18 ოქტომბრიდან შეიზღუდება ფინკა ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით ტრანზაქციების განხორციელება, თუმცა 2021 წლის 1 დეკემბრამდე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეხვიდეთ, მოიძიოთ და ჩამოტვირთოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, ხოლო 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინტერნეტ/მობაილ ბანკი სრულად გაითიშება.
  • ტრანზაქციების შესასრულებლად შეგიძლიათ გაიაქტიუროთ კრედო ბანკის, მრავალფუნქციური ინტერნეტ და მობაილ ბანკი Mycredo და ისარგებლოთ კრედო ბანკის დისტანციური სერვისებით.
    Mycredo მობილური აპლიკაციით სარგებლობას კი ინტერნეტის გარეშეც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ.

    www.mycredo.ge

    გადმოწერეთ აპლიკაცია : Android / Ios

სწრაფი გადახდის აპარატები
  • 2021 წლის 14-18 ოქტომბრის პერიოდში გაითიშება ფინკა ბანკის სერვისები სწრაფი გადახდის აპარატებში.18 ოქტომბრიდან შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ, როგორც კრედო ბანკში არსებული Pay Box-ის ასევე სხვა, გარე სწრაფი გადახდის აპარატებით (ექსპრეს ფეი / Express Pay, ელბი ფეი / LB Pay, თიბისი ფეი/ TBC PAY, ოპპა / OPPA) ასევე, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით (www.epay.ge, www.tbconline.ge, www.pay.ge).