მომხმარებლისთვის ბანკის წინაშე დავალიანების დაფარვის გამარტივების მიზნით, კრედო ბანკში დანერგილია მიმდინარე ანგარიშებიდან თანხების ავტომატური ჩამოჭრის პროცესი, შესაბამისად, თქვენგან დამატებითი ქმედება აღარ არის საჭირო. დავალიანების ავტომატური ჩამოჭრა ხდება მხოლოდ მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშებიდან, მათ შორის ოვერდრაფტის ანგარიშებიდან, მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში, რაც აღემატება აღნიშნული ოვერდრაფტის ოდენობას. დავალიანების ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება მომხმარებლის ერთობლივი მიმდინარე ანგარიშიდან და ნებისმიერი ტიპის სადეპოზიტო ანგარიშიდან, ამ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოთ თანხის მიმდინარე ანგარიშზე შეტანა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თუ მომხმარებლის დავალიანება და მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხა, სხვადასხვა ვალუტაშია, 04/10/2022-დან კონვერტაცია განხორციელდება კრედო ბანკის ავტომატური ოპერაციების კურსით

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ *4242 ან ეწვიოთ თქვენთვის სასურველ სერვისცენტრს