1. ამ დოკუმენტით ("კონფიდენციალურობის პოლიტიკა") კომპანია - სს "კრედო ბანკს" (ID: 205232238) (”ბანკი”) სურს განაცხადოს იმის შესახებ, თუ როგორ და რა ინფორმაციას ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამჟღავნებთ, გადავცემთ ან სხვაგვარად ვამუშავებთ .
  2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ბანკის მობილურ საბანკო აპლიკაციაზე (”კრედო ბანკის აპლიკაცია”), მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა ამ აპლიკაციისთვის კომპიუტერს, მობილურს, ტაბლეტს ან სხვა მოწყობილობას.
  3. თქვენი ან თქვენი მოწყობილობის კრედო ბანკის აპლიკაციის სერვისებში დარეგისტრირების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას მოწყობილობაზე - როგორიცაა ოპერაციული სისტემის ვერსია, აპარატურის მოდელი, IMEI ნომერი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები.
  4. კრედო ბანკის აპლიკაციის სწორად გამოსაყენებლად და ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად, სტატისტიკური მიზნებისათვის შეიძლება დაგვჭირდეს სხვა დამატებითი პერსონალური მონაცემები, შემდეგ ინფორმაციაზე წვდომისთვის: შეტყობინებები, ამჟამინდელი მდებარეობა, სატელეფონო კონტაქტები, კამერა, სატელეფონო ზარები, მეხსიერება და ა.შ., რაც ექვემდებარება კლიენტის დამატებით თანხმობას. ეს კოტენტი მიიღება იმავე აპლიკაციის/ ჟურნალების საშუალებით.
  5. შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია (მაგ. ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვთ შეტყობინებებზე წვდომისთვის, მიმდინარე ლოკაცია, სატელეფონო კონტაქტები, კამერა, სატელეფონო ზარები, მეხსიერება და ა.შ.), მაგრამ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს შესაძლებლობაზე ისარგებლოთ კრედო ბანკის აპლიკაციის ზოგიერთი მომსახურებით.
  6. კრედო ბანკის მიერ SMS არხის გამოყენებით ავტომატურად მოწოდებული პაროლის შევსების მიზნით, ჩვენ ვითხოვთ წვდომას SMS სერვისებზე. პაროლი შეიძლება მოითხოვებოდეს რეგისტრაციის პროცესში ან გარკვეული სერვისის შეკვეთის დროს. ჩვენ არ ვაგროვებთ ინფორმაციას SMS ისტორიის შესახებ.
  7. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით. მაგ. მომხმარებლის მონაცემები თქვენი და / ან თქვენი მოწყობილობის რეგისტრაციისთვის კრედო ბანკის აპლიკაციების მონაცემთა ბაზაში და თქვენი მოქმედებების დასამუშავებლად.
  8. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას (და შეიძლება ის გავითვალისწინოთ თქვენს შესახებ სხვა ინფორმაციასთან ერთად) თქვენს მიერ მოთხოვნილი სერვისების მისაღებად; ან / და იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებთ სერვისებს იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება.

 

თქვენ უფლებამოსილი ხართ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

  • თქვენს შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება.
  • რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი.
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
  1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესების ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგი შეგიძლიათ ამ ვებ – გვერდზე.

 

პირობა კონფიდენციალურობის შესახებ

 

კრედო ბანკის კონფიდენციალურობის პირობაა:

 

  • დაიცვას თქვენი მონაცემების უსაფრთხოება და პრივატულობა
  • არ გამოიყენოს თქვენი მონაცემები უკანონოდ.

 

ინფორმაციის გამხელა

 

ჩვენ უფლება გვაქვს გავუმხილოთ თქვენი ინფორმაცია:

 

  • კრედო ბანკის ჯგუფის კომპანიებს.
  • მომსახურების მიმწოდებლებს - კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას კრედოსთვის ან მისი სახელით.
  • სამართალდამცავ ორგანოებს - როდესაც ჩვენგან ამას მოითხოვენ ან კრედო ბანკისა და მისი მომხმარებლების დაცვის მიზნით.

 

ქუქის (საიდენტიფიკაციო ფაილები)

 

ჩვენ ვიყენებთ ქუქის – საიდენტიფიკაციო ფაილებს და ვაკონტროლებთ ჩვენს ვიზიტორთა ქცევას ჩვენს ვებ – გვერდზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესოდ მოვემსახუროთ, როდესაც ისინი ჩვენს ვებ – გვერდს სტუმრობენ და განუწყვეტლივ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ქუქი – ფაილების, ვიზიტორთა ნავიგაციისა და ქცევის შესახებ ჩვენს ვებ – გვერდზე, კერძოდ:

 

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა და ბრაუზერი, რომლის საშუალებითაც ხდება ვებ-გვერდის მონახულება.
  • ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით გახსნილი გვერდები, სესიის ხანგრძლივობისა და სხვა პარამეტრები.
  • ინფორმაცია ჩვენს   ვებგვერდზე   განხორციელებული   ქმედებების შესახებ:   ფორმების

შევსება, ვებ – გვერდის ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება და ა.შ.

  • ვებ – გვერდის ველების შევსების პროცესი, დრო და წესი.

 

 

რეკომენდაციები

 

ჩვენი რეკომენდაციაა:

 

  • არასოდეს არავის გაუზიაროთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კრედო ბანკი მთლიანად გათავისუფლდება თქვენგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
  • იმ შემთხვევაში, თუ კრედო ბანკის აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი ხელმისაწვდომი გახდება მესამე პირისთვის და / ან ამასთან დაკავშირებით ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ ამის შესახებ.
  • წაშალეთ კრედო ბანკის აპლიკაცია, სანამ სხვას გადასცემთ თქვენს მობილურს.
  • თქვენი კრედო ბანკის აპლიკაციის უნებართვო გამოყენებაში ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.

 

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული კითხვა, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

სს კრედო ბანკი

საქართველო, თბილისი, რ. თაბუკაშვილის N27,

ტელეფონი: (+995 32) 2424242

http://credobank.ge/