2018 წლის 13 ივნისს, გაიმართა პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონი. მარათონის ბენეფიციარები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები, რომლებიც  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მარათონის ფარგლებში პრო ბონო ქსელის წევრმა და პარტნიორმა 9 ბიზნეს კომპანიის თანამშრომლებმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმზადეს ვებ-გვერდები.

ჩვენი ბანკი პრო ბონო მარათონის წევრი 2015 წლიდან გახლავთ და წლევანდელ მარათონშიც იღებდა მონაწილეობას. პრო ბონო მარათონის მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის და შინაარსის კონსულტაციებს და საჭიროებდა ბიზნეს კომპანიებიდან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ჩართულობას (მარკეტინგის სპეციალისტები, copywriter, ვებდეველოპერები), რათა მათ ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ერთად შეემუშავებინათ თითოეული ვებ-გვერდის კონცეფცია, სტრუქტურა, ტექსტები და დიზაინი.

სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ ვებგვერდის შექმნაზე მუშაობდა კრედო ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელი, ციფრული კომუნიკაციების ოფიცერი, დეა ტვილდიანი.