მოლარე მარნეულში

                                                                                   

 

„კრედო  ბანკი“ 20 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 72 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ  პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების  შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა - სავარჯიშო დარბაზის/საცურაო აუზის დაფინანსება;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.  #გახდიკრედოელი

 

 

 

 

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
  • სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
  • ფულადი გადარიცხვების მიღება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კრედოს სასარგებლოდ ოქროს ჩანთის ბანკში შენატანების დათვლა და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

 

  • აუცილებელია საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების დამწყებ დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

 

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს.  #გახდიკრედოელი

CV გამოგვიგზავნე მეილზე: [email protected] ან შეავსეთ აპლიკაცია და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე მარნეულში

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

 

განცხადების მიღების ვადა: 7 ივნისი

 

 

#გახდიკრედოელი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.