კრედო ბანკი ყველგან არის, სადაც შესაძლებელია თანადგომა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავნერგოთ ჯანსაღი ბიზნეს კულტურა და ერთიანი ძალებით ვიზრუნოთ სოციალურ პრობლემებზე.

 

15 მაისს HG კომპანიის ორგანიზებით, Gino Paradise-ის ტერიტორიაზე, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ჩატარდა გარემოსდაცვითი აქტივობა -  “ერთად უკეთესი დედამიწისთვის”. ღონისძიების ფარგლებში უკრაინელი და ქართველი ბავშვები გაერთიანდნენ გარემოს გალამაზებისთვის.
კამპანიის ფარგლებში ბავშვებმა სიმბოლური ფერის მცენარეები დარგეს და გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა.

 

კრედო ბანკი, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი შეუერთდა ღონისძიებას და კამპანიის მთავარ მესიჯს #გააზიარეპასუხისმგებლობა, რადგან ვთვლით, რომ როგორც გარემოს დაცვის, ასევე საქართველოში მცხოვრები, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის საკითხებში ბიზნეს სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს.

 

კრედო ბანკში ვამაყობთ გუნდის თითოეული წევრის მზაობით, როცა საქმე სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება, სწორედ ამიტომ მოვახერხეთ და შევთავაზეთ საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს არაერთი შეღავათიანი სერვისი:

 

  • მულტისავალუტო ანგარიში - მომსახურების საკომისიოს გარეშე
  • უფასო Mastercard ბარათი
  • ლარის, ევროსა და აშშ დოლარის განაღდება საკომისიოს გარეშე
  • უფასო Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკი

 

აღნიშნული სერვისების გააქტიურება კრედო ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრშია შესაძლებელი.

ჩვენი აქტივობით გვსურს ყველას კრედო ბანკის გუნდში, თუ მის გარეთ მოვუწოდოთ -  #გააზიარეთპასუხისმგებლობა, თითოეული ჩვენგანის მცირედი ჩართულობაც, კი რადიკალურად ცვლის საბოლოო სურათს გარემოს დაცვის, თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.

 

ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო ბიზნესისთვის, მეგობარი ქვეყნებისთვის და რა თქმა უნდა ქართველი ხალხისთვის.