კრედო ბანკი მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, მუდმივად სთავაზობს სიახლეებს და სპეციალურ აქციებს, ასევე, ინდივიდუალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს.  

 

  • შეთავაზებების მისაღებად, მნიშვნელოვანია 91000-დან მიღებულ შეტყობინებაზე დაეთანხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ამავე SMS-ის პასუხად გამოგზავნოთ თანხმობა - ციფრი 1. (თუ აქამდე არ მიგიღიათ მსგავსი შეტყობინება, შეგიძლიათ დააინიციროთ “Ads xxxxxx” [თქვენი ტელ.ნომერი] კომბინაციის 91000-ზე გამოგზავნით)  
  • თანხმობის გაცემით თქვენ ეთანხმებით თქვენს შესახებ ბანკში არსებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, მაიდენტიფიცირებელი, საკონტაქტო, ფინანსური და სხვა) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებას და ნებისმიერი საკომუნიკაციო არხ(ებ)ის საშუალებით პროდუქტების, აქციების ან სხვა მარკეტინგული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღებას  
  • თანხმობა ნებაყოფლობითია და მისი გაცემა არ გავალდებულებთ ბანკის მომსახურებით სარგებლობას  
  • თანხმობა გაცემულია უვადოდ, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლებელია მისი გაუქმება და პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა, ნომერზე 91000, NO-ს გამოგზავნით  
  • თანხმობის გაუქმების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება შეწყდება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში 

 

იყავით მუდმივი სიახლეების ეპიცენტრში, გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა და დააფიქსირეთ თქვენი თანხმობა კრედო ბანკში!