კრედო ბანკმა სპეციალური სივრცე თბილისში, კიდობანის სავაჭრო ცენტრში გახსნა, რომელიც მომხმარებელს საგანვადებო პროდუქტებითა და ციფრული სესხებით მოემსახურება.

ადგილზე ასევე განთავსებულია სწრაფი გადახდის აპარატი, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, კრედო ბანკის ანგარიშზე შეიტანოს თანხა საკომისიოს გარეშე და ამასთან განახორციელოს სხვადასხვა ტიპის გადახდები.

საქართველოს მასშტაბით, კრედო ბანკი 87 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვან, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

სამუშაო საათები:

ყოველდღე: 11:00-19:00