პრო ბონო საქართველომ კრედო ბანკს, 2023 წლის განმავლობაში გამოჩენილი ინიციატივებისა და ჩართულობისთვის ჯილდო გადასცა. გამარჯვებულების გამოვლენა წლის განმავლობაში, კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობით, პრობონოდ ჩართული თანამშრომლების რაოდენობისა და დახარჯული საათების საერთო რაოდენობით განისაზღვრება.

კრედო ბანკი, 2015 წლიდან "პრო ბონო ქსელი საქართველო"-ს აქტიური წევრია (გაერთიანებულია 28 კომპანია) და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ აქტივობა განახორციელა.

ჩატარებული ღონისძიებები:

  • 2023 წლის მარტი - მაისი - გაიმართა ვორქშოფების ციკლი, სამუშაოს მოძიების უნარებსა და გასაუბრების ტექნიკებზე. აღნიშნული ტრენინგები მიმდინარეობდა პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“. პრო ბონო კონსულტაცია მოიცავდა კრედო ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლების ჩართვას სიმულაციური გასაუბრების პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რომელთა ორგანიზებით ჩატარდა 3 პრაქტიკული შეხვედრა სამი ცენტრის ბაზაზე - კახეთის რეგიონში ლაგოდეხისა და თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებში, ხოლო გურიის რეგიონში ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში.
  • 2023 წლის ნოემბერი - პრო ბონო პარტნიორობის ფარგლებში პროექტი „რატომ ევროპა?"კრედო ბანკის მიერ კონსულტაცია გაეწია სათემო ლიდერთა ფორუმის მონაწილეს, შიდა ქართლის კომლის თემს. შეხვედრა შედგა წინანდალში, სადაც შერჩეულ ბენეფიციარს, კრედო ბანკისგან, საჩუქრად გადაეცა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით.

 

  • 2023 წლის ივლისი - დეკემბერი - „ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის სამოქალაქო ორგანიზაცია“-ს, კრედო ბანკი დაეხმარა ახალი ფასიანი სერვისების დახვეწასა და დანერგვაში. პროექტის მიზანია, ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივით გაიმართა, სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები, სადაც კრედო ბანკის მომხმარებელთა პოზიტიური გამოცდილების გუნდი, მარკეტინგის, ადამიანური რესურსებისა და კვლევების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან აქტიურად იყვნენ ჩართულები შემდეგ პროცესებში: პროდუქტის განვითარება/დახვეწა, სერვისების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, კვლევისთვის საჭირო კითხვარის მომზადება და შედეგების ანალიზი.

კრედო ბანკი განაგრძობს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი პროექტების და ინიციატივების მხარდაჭერას!