კრედო ბანკი სტაბილური და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკია საქართველოში, რომელიც ზედმიწევნით ერგება მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს.

კომპანიის მფლობელი სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმია, რომელიც გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარული responsAbility Investments AG, ნიდერლანდული Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco - Groupe Agence Française de Développement -სგან შედგება. კრედო ბანკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისა და სერვისცენტრების რაოდენობით წამყვანი ბანკია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე.

ბანკი 81 სერვისცენტრით 345,000-ზე მეტი მომხმარებლის მხარდაჭერას ახორციელებს. მისი მისიაა მიკრო, მცირე თუ საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა. იგი აქტივების მოცულობით მე-7, ხოლო პორტფელის სიდიდით რიგით მე-5 ბანკია საქართველოში.

 

კრედო ბანკი, მომხმარებელს ამჯერად აქციის სახით ევროს, დოლარისა და ლარის ვალუტაში გახსნილ 12 და 24 თვიან ანაბრებზე განსაკუთრებულად მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს!

 

შეთავაზება ვრცელდება: ვადიან, ზრდად, კლებად და ერთობლივ ანაბრებზე.
შეინახეთ თანხა დაცულად, დააგროვეთ და მიიღეთ საუკეთესო პირობები სარგებლის ყოველთვიური ან ყოველწლიური გატანისას.

შეარჩიეთ სასურველი ანაბრის ტიპი შეადარეთ პირობები და მიიღეთ ყველაზე მაღალი სარგებელი კრედო ბანკისგან! ანაბრის გახსნა შესაძლებელია, როგორც სერვისცენტრში, ასევე დისტანციურად, Mycredo-ს აპლიკაციის საშუალებით.