კრედო ბანკი საერთაშორისო გაერთიანება Global Alliance for Banking Values (GABV)-ს ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში. GABV - ლიდერი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელია, რომელთაც ერთი მიზანი აერთიანებთ: საბანკო სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე და მხარი დაუჭიროს პოზიტიურ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებს. კრედო ბანკი იზიარებს აღნიშნულ ხედვას და აღიარებს ალიანსის პრინციპებს, მათ შორის: სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას, ადამიანების საჭიროებებსა და მომხმარებლებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე მორგებულ ბიზნეს მოდელს.

GABV მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმოდგენილია აზიის, აფრიკის, ავსტრალიის, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის 45-ზე მეტ ქვეყანაში. ალიანსში 70-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ორგანიზაცია შედის, როგორებიცაა: Triodos Bank (Europe); GLS Bank (Germany); Alternative Bank Switzerland (Switzerland); Bank Australia (Australia); Banca Etika (Italy, Spain) და სხვა.