კრედო ბანკმა ახალი მრავალფუნქციური სერვისცენტრი გურჯაანში, ი.ნონეშვილის 1-ში გახსნა!

სერვისცენტრი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოფს სწრაფი და ხარისხიანი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების მიღებას.

ციფრული საბანკო მომსახურების მეტად პოპულარიზაციისთვის, სერვისცენტრში დამატებით მომხმარებლებს განახლებული კონცეფციით მოწყობილი სპეციალური ციფრული სივრცე დახვდება, სადაც ისინი მიიღებენ სრული საბანკო სპექტრის მომსახურებას - რაც გულისხმობს კრედოს ბანკის მომხმარებლების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

ციფრული მრჩევლები კი მათ საჭირო კონსულტაციას გაუწევენ ნებისმიერ პროცესთან დაკავშირებით და დაეხმარებიან ციფრული საბანკო პროდუქტების დამოუკიდებლად გამოყენებაში.

ციფრულ სივრცეში განთავსებულია ჩასარიცხი აპარატი, ბანკომატი, სმარტფონები და ტაბლეტები ნებისმიერი ტიპის ფინანსური ოპერაციის შესასრულებლად.

სივრცეში ასევე დაგხვდებათ კრედო რჩეული ლაუნჯი, სადაც შექმნილია სასიამოვნო და კომფორტული გარემო, შეხვედრების ოთახებით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალურობის 100% -ით დაცვას და ურიგოდ, ინდივიდუალურად კრედო რჩეული მომხმარებლებისთვის სასურველი საბანკო მომსახურების მიღებას. 

„კრედო რჩეული“ არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი საბანკო მომსახურება, რომლის დახმარებით, როგორც ბიზნესის მფლობელებს, ასევე ინდივიდუალურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ პრივილეგირებული საბანკო სერვისებითა და პროდუქტებით.

საქართველოს მასშტაბით, კრედო ბანკი უკვე 90 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

 

მისამართი: ი.ნონეშვილის 1

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-17:30

შაბათი: 10:15-12:15

ცხელი ხაზი *42 42