კრედო ბანკი, გთავაზობთ Mycredo-დან თანხის კომფორტულად აგროვების შესაძლებლობას.
ამისათვის საჭიროა იყოთ Mycredo მობაილ ბანკის მომხმარებელი, ან დარეგისტრირდეთ მარტივად, გაიაროთ ავტორიზაცია, ფინანსური ასისტენტის გვერდზე აირჩიოთ თანხის აგროვება და შეავსოთ საინფორმაციო ველი:
- ფოტოს ატვირთვა
- რეკომენდირებული თანხა
- დასახელება
- არსებული ანგარიშის მითითება/ახალი ანგარიშის გახსნა
ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითების შემდგომ, თანხის აგროვების ინიციატივა რეგისტრირებულია, რაც ნიშნავს რომ შექმნილი ბმული შესაძლებელია გაზიარდეს ნებისმიერი საშუალებით, სოციალურ ქსელში, პირად თუ საჯარო მიმოწერაში, სასურველ აუდიტორიაზე, სასურველი დანიშნულებით, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით ხდება თანხის აგროვება, ქორწილისთვის, მოგზაურობისთვის, მეგობრების შეკრებისთვის, ქველმოქმედებისთვის, წვეულებისთვის, დაბადების დღისთვის, ექსკურსიისთვის და სხვა მრავალი.
გაზიარებული ბმულის გახსნის შემდეგ ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება იხილოს:
- ფოტო
- ორგანიზატორი
- დასახელება - რა მიზნით გროვდება თანხა
- ჯამური თანხა
- ჩასარიცხი თანხის რეკომენდირებული ოდენობა
- თანხის მისათითებელი ველი
- გადარიცხვის ორი შესაძლებლობა:
- მობაილ ბანკით გადარიცხვა - თუ მომხმარებელს აქვს Mycredo-ს მობაილ ბანკი
- ბარათით ჩარიცხვა - ნებისმიერი სხვა ქართული ბანკის ბარათით
- ტრანზაქციები - ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა და დონაციის მონაწილეთა ინიციალები.
თანხის აგროვების ორგანიზატორს შემოსული თანხის ნახვა შეუძლია Mycredo-ში თანხის აგროვების გვერდზე უკვე შექმნილ ინიციატივებში.