კრედო ბანკმა ახალი სერვისცენტრი თელავში, ერეკლე II-ის მოედანი 3ბ-ში გახსნა!

სერვისცენტრი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოფს სწრაფი და ხარისხიანი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების მიღებას.

საქართველოს მასშტაბით, კრედო ბანკი უკვე 86 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვან, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

სივრცეში ასევე დაგხვდებათ კრედო რჩეულის ლაუნჯი, სადაც შექმნილია სასიამოვნო და კომფორტული გარემო, შეხვედრების ოთახებით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალურობის 100% -ით დაცვას და ურიგოდ, ინდივიდუალურად კრედო რჩეული მომხმარებლებისთვის სასურველი საბანკო მომსახურების მიღებას.

telavi-brach-opening-1
telavi-brach-opening-2
telavi-brach-opening-3
telavi-brach-opening-4

„კრედო რჩეული“ არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი საბანკო მომსახურება, რომლის დახმარებით, როგორც ბიზნესის მფლობელებს ასევე, ინდივიდუალურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემდეგი სერვისებითა და პროდუქტებით:

მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა

  • პირადი საკრედიტო ოფიცრისა და პირადი ბანკირის მომსახურება
  • სატელეფონი და დისტანციური მომსახურება Email ბანკის საშუალებით
  • ინტერნეტ და მობაილ ბანკი Mycredo
  • სპეციალური პირობები და შეთავაზებები საბანკო პროდუქტებზე
  • ფასდაკლებები კრედო ბანკის პარტნიორ კომპანიებთან
  • VISA პლატინა ბარათი - გაზრდილი ლიმიტებით, გაუმჯობესებული ტარიფებითა და „კონსიერჟ სერვისით“
  • განსაკუთრებული პირობები პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის
  • აეროპორტებში არსებული ლაუნჯებით და მოსასვენებელი დარბაზებით სარგებლობის შესაძლებლობა (მსოფლიოს 1200 აეროპორტში)

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-17:30

შაბათი: 10:15-12:15