კრედო ბანკში სჯერათ, რომ სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. სწავლისას, ახალგაზრდების შრომისა და მონდომების დაფასება, მათთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი იშვიათი პროფესიების წახალისება, როგორებიცაა აგრონომია, ვეტერინარია, მევენახეობა-მეღვინეობა და სატყეო საქმე. ჩამოთვლილი სფეროები საჭიროებენ თავდადებულ, ერთგულ და სიახლეებით სავსე პროფესიონალებს, რომლებიც ამ დარგების განვითარებაში საკუთარ რესურსს ჩადებენ. კრედო ბანკს სჯერა, რომ ასეთი ინიციატივით ხელს შეუწყობს საქართველოს აგრო ინდუსტრიის განვითარებას
სწორედ ამიტომ, კრედო ბანკმა აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და მოცემულ პროგრამებში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სემესტრული სტიპენდია დაუნიშნა. მოცემული თანხა ფულადი გზავნილების სერვისით მიღებული შემოსავლიდან გამოიყო. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც სარგებლობს კრედო ბანკის ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, საკუთარი წვლილი შეაქვს აგრო მიმართულებების სტუდენტების მომავალ წარმატებაში; ეს კი, თავისმხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს, აგრო ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. რაც უფრო მეტი გზავნილი განხორციელდება კრედო ბანკის საშუალებით - მით უფრო მეტი სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებიდან
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყების ფარგლებში, უკვე ოთხ სტუდენტს დაენიშნა სტიპენდია. ოთხივე მათგანი თავისმხრივ გამორჩეული და ყოველმხრივ მონდომებულია. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ამ მოცემულობის ჭეშმარიტებაში, უკვე დაფინანსებული სტუდენტები თავად გაგაცნობენ საკუთარ თავს და მოგცემენ საშუალებას შეაფასო იმ საქმის სიდიადე, რომელსაც კრედო ბანკი თქვენი დახმარებით აკეთებს.
ბაჩანა აბესაძე
მე ვარ ბაჩანა აბესაძე. დავიბადე ქალაქ ტყიბულში და იქვე გავიზარდე. გამორჩეულად მიყვარს კინემატოგრაფია და ინტელექტუალური თამაშები. ვარ მიზანდასახული, მოტივირებული და “რა? სად? როდის?” სამოყვარულო გუნდის კაპიტანი.
რა? - ჩავირიცხე.
სად? - აგრარულ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე.
როდის? - 2016 წელს.
ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია მომცემს საშუალებას საკუთარი საქმე ვირტუოზულად ვაკეთო. ყოველი ღვინო შემქმნელის ემოციას და შინაგან მდგომარეპბას გამოხატავს. ამიტომ მგონია, რომ ყველა მეღვინის ოცნება უნიკალური ღვინის შექმნაა, რომელიც ამომწურავად გადმოსცემს ავტორის მიერ აღქმულ სამყაროს. ასე რომ, ჩემი ოცნების “სამსახური” ღვინის რეზერვიუარებით სავსე სივრცეა, სადაც თავისუფლად შევქმნი საკუთარ პროდუქტს.
ამ ეტაპზე, მთლიანად სწავლაზე ვარ ორიენტირებული. მინდა, მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მივიღო და შევიძინო ყველა საჭირო უნარი, რომელიც წარმატების მიღწევაში დამეხმარება. ამ ეტაპამდე კი, კრედო ბანკის დანიშნული სტიპენდიით ახალი ლეპტოპი შევიძინე, რომელიც ნამდვილად მიმარტივებს ყოველდღიურობს.
თამარ გოგნიაშვილი
მე თამარ გოგნიაშვილი ვარ და ამ მომენტამდე, ჩემ მიერ მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. სკოლა 2016 წელს დავამთავრე და ვეტერინარიის ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე. ახლა უკვე მესამე კურსზე ვარ. წინა, შემოდგომის სემეტრში კრედო ბანკის სტიპენდიატი გავხდი და ძალიან მადლიერი ვარ, რადგან სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ შრომას აფასებენ.
ხშირად მიფიქრია, როგორია ჩემი ოცნების სამსახური, მაგრამ ბოლომდე ახლაც ვერ წარმომიდგენია. ცხოველებთან მუშაობა უკვე მიქმნის უდიდეს კომფორტს — ამ ეტაპზე პრაქტიკას გავდივარ ვეტერინარულ კლინიკაში და აღფრთოვანებული ვარ ვეტერინარი ექიმის საქმით. სწავლის დასრულების შემდეგ იმედი მაქვს, რომ კარიერულ წინსვლას საკუთარი პროფესიით გავაგრძელებ.
დალი გორგიაშვილი
სალამი, მე დალი მქვია. მასწავლებლები და კლასელები გორგიაშვილითაც მომმართავდნენ ადრე. ოცი წლის სტუდენტი ვარ, ქალაქ რუსთავიდან და აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, აგრონომიის ფაკულტეტზე.
ამ უნივერსიტეტში მოხვედრა და აღნიშნული პროფესიის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი და წარმატებული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. დღეს მესამე კურსის სტუდენტი ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში სტუდენტობის პერიოდს საუკეთესოს დამსახურებულად ვუწოდებ. მიყვარს მცენარეები და სახლში მათზე ზრუნვით ვარ დაკავებული. ვიმედოვნებ, ჩემი ჰობი მალე გაცილებით სერიოზულ სახეს მიიღებს - სახლს ბუნება შეცვლის, ხოლო ოთახის მცენარეებს - მასშტაბური მეურნეობა.
სამომავლოდ მინდა, რომ საკუთარი ფერმერული მეურნეუბა შევქმნა და დამოუკიდებლად ვმართო. ამჟამად ჩემი უპირველესი სურვილი საკუთარი შრომით შექმნილი ნაყოფის ხილვაა.
ნინო ქათამაძე
მომღერლის პატივსაცემად არ დაურქმევიათ ჩემთვის ეს სახელი, თუმცა ნინო ქათამაძე ვარ, სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტი. მიყვარს ლაშქრობა, ბუნება და მაინტერესებს ყველაფერი, ეკოლოგიის შესახებ.
დღეს სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენდი ვარ, რომელიც დარწმუნებულია, რომ 4 წლის წინ სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ წინა სემესტრში, კრედო ბანკმაც სწორად შეაჩერა არჩევანი მასზე და დაუნიშნა სტიპენდია. აღნიშნულმა სტიპენდიამ საშუალება მომცა დამატებითი ლიტერატურა და ჩემი პროფესიისათვის საჭირო ინვენტარი შემეძინა. ვფიქრობ, ასეთი ყურადღება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის კარგი მოტივატორია, რადგან ეს დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ სტუდენტები მთლიანად სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე მობილიზდნენ.
მინდა, რომ ჩემს საქმეში მაქსიმალურად წარმატებული და რეალიზებული იყო და ამისთვის შესაბამისადაც ვშრომობ. სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ მუშაობა დავიწყო ჩემი პროფესიით და პარალელურად ჩავაბარო სამაგისტრო პროგრამაზე.