პირველად ეს დღე 1983 წლის 15 მარტს აღინიშნა და ადამიანებისათვის მათი, როგორც მომხმარებლების, უფლებების გაცნობა-შეხსენებას ემსახურება. საქართველო 2021 წლიდან უერთდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ინიციატორი საქართველოს ეროვნული ბანკი გახლავთ, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების, მათ შორის - კრედო ბანკის, დახმარებით, გპირდებათ მრავალ საინტერესო შემეცნებით აქტივობას.

კრედო ბანკი, როგორც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მუდმივად აცხადებს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს მსგავსი სახის ღონისძიებებში, კომპანია ამჯერად ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსების გამარჯვებულ 2 ადამიანს, 500-500-ლარიანი ანაბრით დაასაჩუქრებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქტივობები:

  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის შესახებ;
  • სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ფინანსური სექტორის მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა;
  • ფინანსური განათლების პორტალის finedu.gov.ge და მისი მხარდამჭერი ფეისბუქგვერდის საშუალებით გაზიარდება სხვადასხვა ტესტი, ვიდეო და ტექსტური მასალა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით;
  • ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსი ფინანსური განათლების პორტალზე კონკურსანტები დაწერენ მოკლე ბლოგებს და/ან გადაიღებენ ვიდეოს მომხმარებელთა უფლებების თემაზე, პარიტეტული ჟიური (ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისა და სებ-ის წარმომადგენელი) ორივე კატეგორიაში ცალ-ცალკე გამოავლენს მეორე ტურში გადასულებს. ნამუშევრები აიტვირთება ფინედუ-ს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე, მოგვიანებით კი ჟიური გამოავლენს რამდენიმე გამარჯვებულს; დამატებით, თითოეულ კატეგორიაში კიდევ გამოვლინდება გამარჯვებული Facebook რეაქციებით.

მიიღე მონაწილეობა ბლოგების/ვიდეოების კონკურსში და გაზარდე პირადი წარმატების შესაძლებლობა!
კონკურსის პირობები იხილე ბმულზე: https://bit.ly/3vmexdg

„იცოდე შენი უფლებები და იყავი დაცული.“

ჩვენ გელოდებით!