გაცნობებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, 2021 წლიდან თვითმომსახურების აპარატებით ოპერაციების განსახორციელებლად სავალდებულოა ვერიფიკაციის გავლა.

 

ვერიფიკაციის გასავლელად

  • გადამხდელმა ტერმინალში უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი
  • მონაცემების ავტომატური გადამოწმების შემდეგ, ავტორიზებული მობილურის ნომერზე მიიღებთ ერთჯერად ვერიფიკაციის კოდს
  • მიღებული ვერიფიკაციის კოდის შეყვანა უნდა მოხდეს ტერმინალში

აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს დაწყებული ოპერაციის დასრულებას.

 

ოპერაციები, რომელიც საჭიროებს ვერიფიკაციას

 

  • საბანკო ანგარიშზე ფულის შეტანა
    (ანგარიშზე ფულის შეტანის სერვისი, როდესაც გადამხდელი თავად უთითებს ანგარიშის ნომერს და არ ირჩევს წინასწარ განსაზვრულ სერვისს)
  • დაზღვევა
  • ლიზინგი
  • მიკროსაფინანსო (სესხის დაფარვა)
  • ელექტრონული საფულე
  • ფულადი გზავნილები
  • ავიაბილეთები
  • საკონტეინერო მომსახურება
  • კერძო საპენსიო ფონდები
  • სესხის გამცემი სუბიექტები
  • ფინანსური ბაზრები (კრიპტოვალუტა, ფორექს)

 

* მომსახურების სრულფასოვნად მიღების მიზნით, გთხოვთ ბანკში გადაამოწმოთ, რომ მიმდინარე პერიოდში თქვენს საკუთრებაში არსებული მობილურის ნომერი ვერიფიცირებულია, ნომრის ცვლილების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ განაახლოთ იგი თქვენი ანგარიშის მონაცემებში.

გისურვებთ წარმატებებს!

კრედო ბანკი