კრედო ბანკმა ბათუმში, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი სერვისცენტრი გახსნა, სადაც ექსპატ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინდივიდუალური საბანკო მომსახურება და მრავალფეროვანი პროდუქტები შეღავათიანი ტარიფებით.

საბანკო სერვისები ექსპატებისთვის:

  • მულტისავალუტო მიმდინარე ანგარიშის გახსნა, მხოლოდ პასპორტის და ქართული ტელეფონის ნომრის საფუძველზე, სულ რაღაც 30 წუთში
  • სადებეტო მასტერქარდ ბარათი ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად - 40 ლარად
  • Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა 24/7 მობილური ინტერნეტის გარეშეც, რომელიც აერთიანებს უფასო სერვისებს, როგორიცაა: გზავნილის ონლაინ განაღდება საუკეთესო კურსით, ნებისმიერ ბანკში გადარიცხვა, კომუნალურების გადახდა, ციფრული ბარათის შეკვეთა და სხვა
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები - ფასდაკლებები სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე. პაკეტის შეძენა შესაძლებელია როგორც ქეშად, ასევე კრედო ბანკის განვადებით.
  • სასურველი მიზნობრიობით ანაბრების გახსნა და მაღალი სარგებლის მიღება
  • სპეციალური ტარიფები საკრედიტო პროდუქტებზე: სამომხმარებლო/ბიზნეს სესხები, იპოთეკური სესხი, ავტო სესხი და სხვა
  • მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში, ექსპატ სერვისცენტრების სალაროდან გზავნილის გამოტანა 5000 $-მდე ყველანაირი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. კრედო ბანკის, TBC-ს და ხალიკ ბანკის ბანკომატებიდან კი საკომისიოს გარეშე.

კრედო ბანკი დღეისათვის 36 000-ზე ექსპატ მომხმარებელს ემსახურება და კვლავაც განაგრძობს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შექმნას.

სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა.
ორშაბათი - პარასკევი: 10:00-17:30 საათამდე,
შაბათს:10:15-12:15 საათამდე