ფულის გლობალური კვირეული (GMW) ყოველი წლის მარტში მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. იგი მომავალ თაობაში ფულის მნიშვნელობისა და მისი დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების სერიაა.
საქართველოში, კვირეულის კოორდინატორი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკია, კრედო ბანკი კი, მსგავსი ღონისძიებების მუდმივი მხარდამჭერია.
წელს, GMW სტარტს 22 მარტს აიღებს და 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. უსაფრთხოების ნორმების დასაცავად კი, ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
GMW-ის ფარგლებში, თქვენ გელოდებათ საინფორმაციო აქტივობები, ასევე კონკურსი უფროსკლასელთათვის - ფულის ისტორიასა და საბანკო სისტემის შესახებ (Finedu-ს Facebook გვერდზე - http://bit.ly/3raKeTm - 5 დღის განმავლობაში ყოველდღიურად დაიდება ვიდეო შეკითხვები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები).
ფინანსური განათლების ვებგვერდზე შეგიძლიათ, გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას:
- საბავშვო საგანმანათლებლო ბროშურები
- საგანმანათლებლო კომიქსი
- ფინანსური განათლების ბროშურები სტუდენტთათვის
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და საკუთარ ფინანსებს, მართეთ იგი კიდევ უფრო ეფექტურად!