„მსოფლიო დაზოგვის დღე” არის ღონისძიება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება და თანხის დაზოგვის წასახალისებლად მიმართულ ღონისძიებების რამდენიმე დღიან სერიას მოიცავს.

საქართველოში 2020 წლის დაზოგვის კვირეული 1-ლი ნოემბერს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) და 7 კომერციული ბანკის ჩართულობით, გამოცხადდა ბლოგების კონკურსი „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი“. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ პირველ ქართულ საგანმანათლებლო ვებ-პორტალზე - Finedu.ge-ზე, მოხდა საკონკურსო ბლოგების მიღება 15 ნოემბრის ჩათვლით. ასევე 1-ლი ეტაპისთვის შერჩეული 20 ბლოგიც ამავე პორტალზე გამოქვეყნდა. კონკურსის დასასრულს, გამოვლინდა 7 გამარჯვებული ავტორი, რომელთაგან ერთ-ერთი კრედო ბანკმა 500 ლარიანი 1 წლიანი ზრდადი დეპოზიტით დაასაჩუქრა.

კრედო ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში ფინანსური განათლების გავრცელება-ამაღლებას, რადგან თითოეული ადამიანის მატერიალური კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი სწორედ მხარჯველობით ჩვევებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ კი ძლიერი საზოგადოება ძლიერი ბიზნესის გარანტორია.

 

კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე

მეორე ტურისთვის შერჩეული ნამუშევრები იხილეთ ბმულზე